მომსახურების პირობები
ბოლო განახლება: 8 ივნისი, 2026ეს პირობები რეგულირებს შპს ობედეს (ს/ნ 400472467) ვებსაიტისა და ონლაინ მაღაზიის გამოყენებას. საიტის გამოყენებით ან შეკვეთის გაფორმებით თქვენ ეთანხმებით ამ პირობებს.
პროდუქტი
ობედე გთავაზობთ მანქანის დიაგნოსტიკის ხელსაწყოს ონლაინ შეძენის გზით. ვებსაიტზე მოცემული ინფორმაცია არის პროდუქტის აღწერისთვის და არ წარმოადგენს პროფესიონალ ტექნიკურ კონსულტაციას.
შეკვეთა და გადახდა
ფასები და ხელმისაწვდომობა შეიძლება შეიცვალოს წინასწარი შეტყობინების გარეშე. შეკვეთის დადასტურება ხდება გადახდის წარმატებით დასრულების შემდეგ. ჩვენ ვიტოვებთ უფლებას უარი ვთქვათ ან გავაუქმოთ შეკვეთა შეცდომითი ფასის ან მარაგის პრობლემის შემთხვევაში.
რეკურენტული გადახდები
აპლიკაცია ღირს თვეში 7.99 ლარი, ეს თანხა ჩამოგეჭრებათ გამოწერის დაწყებიდან ყოველ თვეში ერთხელ ავტომატურად, გამოწერის გაუქმება შეგიძლიათ ნებისმიერ დროს. გამოწერის გასაუქმებლად უბრალოდ გადადით გამოწერის გაუქმების გვერდზე და შეიყვანეთ თქვენი OBD2 აპლიკაციის კოდი, რომელიც მიიღეთ ობედე ხელსაწყოსთან ერთად და დააჭირეთ გაუქმებას. გაუქმების შემდეგ თანხა აღარასდროს აღარ ჩამოგეჭრებათ.
რეკურენტული გადახდების გაუქმება
გამოწერის გაუქმება შეგიძლიათ ნებისმიერ დროს. გამოწერის გასაუქმებლად უბრალოდ გადადით გამოწერის გაუქმების გვერდზე და შეიყვანეთ თქვენი OBD2 აპლიკაციის კოდი, რომელიც მიიღეთ ობედე ხელსაწყოსთან ერთად და დააჭირეთ გაუქმებას. გაუქმების შემდეგ თანხა აღარასდროს აღარ ჩამოგეჭრებათ.
მიწოდება
შეკვეთებს ვაწვდით 7 დღის განმავლობაში. მიწოდების ვადები მითითებულია შეკვეთის პროცესში და შეიძლება დამოკიდებული იყოს თქვენს მისამართზე. მიწოდების დაგვიანების შემთხვევაში დაგვიკავშირდით მხარდაჭერის ელ-ფოსტაზე.
დაბრუნება
დაბრუნებისა და თანხის ანაზღაურების პირობები აღწერილია ჩვენს დაბრუნების პოლიტიკაში.
პასუხისმგებლობის შეზღუდვა
ვიღებთ გონივრულ ზომებს პროდუქტისა და შეკვეთის პროცესის ხარისხისთვის, თუმცა არ ვართ პასუხისმგებელი მესამე მხარის მიწოდების დაგვიანებაზე, გადაზიდვის დროს დაზიანებაზე ან პროდუქტის არასწორ გამოყენებაზე ინსტრუქციის დარღვევის შემთხვევაში.
ცვლილებები
შეგვიძლია ეს პირობები ნებისმიერ დროს განვაახლოთ. განახლებული ვერსია გამოქვეყნდება ამ გვერდზე. საიტის გამოყენების გაგრძელება ნიშნავს განახლებულ პირობებზე თანხმობას.
კონტაქტი
კითხვებისთვის მოგვწერეთ: leksogelekva40@gmail.com
