გადაიღე ვიდეო
და მიიღე ანაზღაურება
ობედე არის მანქანის დიაგნოსტიკის მოწყობილობა ქართული აპლიკაციით. მოწყობილობას უფასოდ გიგზავნით, შენ ტელეფონით იღებ მოკლე ვიდეოს — 80₾ ყოველ დამტკიცებულ ვიდეოზე, გადახდა 7 დღეში.
REC 00:28შენი ვიდეო აქ იქნება

ობედეს უკვე იყენებენ ათასობით მძღოლი საქართველოში — შენ მათ ისტორიას ყვები.
კრეატორებმა უკვე გადაიღეს და ფული მიიღეს
ეს დაპირება არაა — ქვემოთ ნამდვილი მიმოწერები და გადარიცხვებია იმ ადამიანებთან, ვინც ჩვენთვის ვიდეო გადაიღო. სახელები დაფარულია მათი კონფიდენციალურობისთვის.




ყველა გადარიცხვა შესრულებულია ვიდეოს დამტკიცებიდან 7 დღეში.
რატომ ღირს ობედესთან მუშაობა
ოთხი რამ, რაც კრეატორებს ყველაზე ხშირად აწუხებთ — და როგორ გვაქვს ჩვენთან მოგვარებული.
რეალური ფული, არა მხოლოდ პროდუქტი
ბრენდების უმეტესობა „უფასო ნივთით" ითავებს. ობედე შენთან რჩება, ანაზღაურება კი ცალკე გერიცხება — ყოველ დამტკიცებულ ვიდეოზე.
გადახდა 7 დღეში
ვიდეოს დამტკიცებიდან მაქსიმუმ 7 დღეში თანხა ბანკის ანგარიშზეა. „მომავალ თვეს" და „ბიუჯეტს ველოდებით" ჩვენთან არ არსებობს.
კონტენტი შენი რჩება
ვიდეოს შენს გვერდზეც აქვეყნებ და პორტფოლიოშიც იყენებ. ჩვენ მხოლოდ რეკლამაში გაშვების უფლებას ვიღებთ.
ჩაკეტვის გარეშე
ერთი ვიდეოც შეგიძლია გადაიღო და გაჩერდე. ექსკლუზივს არ გთხოვთ — სხვა ბრენდებთანაც თავისუფლად მუშაობ.
ოთხი ნაბიჯი პირველ ანაზღაურებამდე
არ გჭირდება კამერა, სტუდია ან გამოცდილება — საკმარისია ტელეფონი და მანქანა.
გამოგზავნე განაცხადი
ერთი წერილი: სახელი, ქალაქი, რა მანქანა გყავს და ერთი ვიდეო, რომელიც შენ გადაიღე. პორტფოლიო არ გვჭირდება.
5 წუთიდამტკიცება და მიწოდება
24 საათში გიპასუხებთ. დამტკიცების შემდეგ ობედეს უფასოდ გიგზავნით — თბილისში თუ რეგიონში, სულერთია.
1-3 დღეგადაიღე ვიდეო
ტელეფონით, ვერტიკალურად, დღის სინათლეზე. სცენარსა და მაგალითებს ჩვენ გიგზავნით — შენ შენებურად ამბობ.
20-40 წამიმიიღე ანაზღაურება
ვიდეოს ჩაბარებიდან 48 საათში პასუხს იღებ, დამტკიცების შემდეგ კი თანხა ბანკის ანგარიშზე გერიცხება.
7 დღემდეფასები ღიად, „მოგვწერეთ"-ის გარეშე
გადაწიე სლაიდერი და ნახე, რამდენს იღებ თვეში — სანამ განაცხადს გამოგზავნი.
სარეკლამო კოდით მიღებული 10% აქ არ ითვლება — ის ამ თანხის ზემოდან გერიცხება.
TikTok ვიდეო
20-40 წამი, ვერტიკალური, სცენარით
Instagram Reel
იგივე მასალა, Reels-ის ფორმატში
პაკეტი — 4 ვიდეო
4 ვიდეო + პრიორიტეტული თანამშრომლობა
სარეკლამო კოდი
ფიქსირებული ანაზღაურების ზემოდან
შედეგის ბონუსი
თუ შენი ვიდეო 100,000+ ნახვას ან თვის საუკეთესო შედეგს აჩვენებს რეკლამაში — +100₾.
სტაბილურობის ბონუსი
3 თვე ზედიზედ დროულად ჩაბარებული ვიდეოები — +150₾ მეოთხე თვეზე.
ანაზღაურება ირიცხება ბანკის ანგარიშზე, ვიდეოს დამტკიცებიდან 7 დღეში.
მოიყვანე კრეატორი — მიიღე +25₾
ყოველ ადამიანზე, რომელსაც ჩვენთან მოიყვან და რომელიც პირველ ვიდეოს ჩააბარებს, ზემოდან 25₾ გერიცხება. ლიმიტი არ არსებობს და შენს ანაზღაურებას არაფერს აკლებს.
უთხარი მეგობარს
გაუზიარე ეს გვერდი ნებისმიერს, ვისაც კამერასთან ლაპარაკი უხდება.
დაწეროს შენი სახელი
განაცხადში მიუთითებს, ვინ მოიწვია — სხვა არაფერი სჭირდება.
მიიღე 25₾
როგორც კი ის პირველ ვიდეოს ჩააბარებს, 25₾ შენს ანაზღაურებას ემატება.
დიდი აუდიტორია სავალდებულო არაა
ვიდეოს რეკლამაში ვუშვებთ — ამიტომ ჩვენთვის მთავარია, როგორ ლაპარაკობ კამერასთან, და არა რამდენი ფოლოვერი გყავს.
ასე გამოიყურება კარგი ვიდეო: ტელეფონი, მანქანა და შენი გულწრფელი აზრი — სხვა არაფერი.
გვჭირდები, თუ:
- გყავს მანქანა — სასურველია 2003 წლიდან ან უფრო ახალი
- საუბრობ ქართულად და კამერასთან თავისუფლად გრძნობ თავს
- იღებ ტელეფონით, ვერტიკალურად, დღის სინათლეზე
- ნიშა: ავტო, ტექნიკა, ლაიფსტაილი ან უბრალოდ ყოველდღიური ვლოგი
- თვეში მინიმუმ 2 ვიდეოს გადაღება შეგიძლია
არ დაწერო, თუ:
- ყიდულობ ფოლოვერებს ან ჩართულობას
- გინდა მხოლოდ უფასო მოწყობილობა, ვიდეოს გადაღების გარეშე
- ვადებს არ იცავ და კომუნიკაციაზე არ ხარ
რას იღებ ხელში
ობედე OBD2 მოწყობილობა + ქართული აპლიკაცია. მარტივი ნივთია ვიდეოსთვის — ჩარტავ, ტელეფონს უყურებ და შედეგი ეკრანზეა.

- ერთი ჩართვაერთვება OBD2 პორტში — მანქანის საჭესთან, უმეტესად უბრალოდ ხელით მისაწვდომია.
- დიაგნოსტიკა 30 წამშიაპლიკაცია პოულობს შეცდომებს და ქართულად ხსნის რას ნიშნავს.
- ჩეკის ჩაქრობაპრობლემის მოგვარების შემდეგ ჩეკს თავად აქრობ, ხელოსანთან წასვლის გარეშე.
და ეს ჯერ კიდევ არაა ყველაფერი
ანაზღაურების გარდა, აი რა შედის თანამშრომლობაში.
- ობედე უფასოდ — შენთან რჩება, დაბრუნება არ გვჭირდება
- აპლიკაციის გამოწერა უფასოდ, სანამ ჩვენთან მუშაობ
- +25₾ ყოველ კრეატორზე, რომელსაც ჩვენთან მოიყვან
- სარეკლამო კოდი — 10% ყოველი გაყიდვიდან, ფიქსირებულის ზემოდან
- ადრეული წვდომა ახალ პროდუქტებსა და ოფერებზე
- დახურული ჯგუფი კრეატორებისთვის — სცენარები და უკუკავშირი
- საჩუქრად მოწყობილობა მეგობრისთვის 3 ვიდეოს შემდეგ
- გამორჩეული კრეატორები ჩვენს მთავარ გვერდსა და სოციალურ ქსელებში
- გრძელვადიანი თანამშრომლობა ყოველთვიური ფიქსირებული ანაზღაურებით
პირობები, ადამიანურ ენაზე
წვრილი შრიფტი არ გვაქვს — ყველაფერი, რაც შენთვის მნიშვნელოვანია, აქვე წერია.
ვადები
მოწყობილობის მიღებიდან 7 დღეში ვიდეო ჩვენთანაა. თუ ვერ ასწრებ — უბრალოდ წინასწარ მოგვწერე.
გამოყენების უფლება
ვიდეოს ვიყენებთ რეკლამასა და ჩვენს გვერდებზე 12 თვის განმავლობაში. ავტორობა შენია, შენს გვერდზეც აქვეყნებ.
გამჭვირვალობა
თუ ვიდეოს შენს გვერდზე დებ, მიუთითე რომ თანამშრომლობაა — #რეკლამა ან პლატფორმის „paid partnership" ნიშანი.
რას არ ვამბობთ
არ ჰპირდები, რომ ობედე ყველა ხარვეზს შეაკეთებს ან რომ ტექდათვალიერებას ჩაანაცვლებს. მხოლოდ ის, რასაც თავად ხედავ.
ორიგინალური კონტენტი
ვიდეო შენ უნდა გადაიღო. სხვისი მასალა, AI ხმა ან ნაყიდი ჩართულობა — როსტერიდან გასვლის საფუძველია.
თანამშრომლობის შეწყვეტა
ორივე მხარეს ნებისმიერ დროს შეუძლია გაჩერება. უკვე ჩაბარებულ ვიდეოებში ანაზღაურება მაინც გერიცხება.
ხშირად დასმული კითხვები
მინიმუმი არ გვაქვს. ვიდეოებს ძირითადად რეკლამაში ვუშვებთ, ამიტომ მთავარია როგორ ლაპარაკობ კამერასთან და არა აუდიტორიის ზომა.
არა. ობედე შენთან რჩება სამუდამოდ, პლუს აპლიკაციის გამოწერა უფასოა სანამ ჩვენთან თანამშრომლობ.
მოგვწერე იმ ადამიანის სახელი, ვისაც ჩვენთან მოიყვან, ან უთხარი განაცხადში შენი სახელი მიუთითოს. როცა ის დამტკიცდება და პირველ ვიდეოს ჩააბარებს, შენ ზემოდან 25₾ გერიცხება. ლიმიტი არ არის.
ვიდეოს დამტკიცებიდან მაქსიმუმ 7 დღეში, პირდაპირ ბანკის ანგარიშზე.
არა — მოკლე სცენარსა და მითითებებს ჩვენ გიგზავნით. სიტყვებს შენებურად ამბობ, სწორედ ეს მუშაობს ყველაზე კარგად.
დიახ, სრულად. ჩვენ მხოლოდ რეკლამასა და ჩვენს გვერდებზე გამოყენების უფლებას ვიღებთ 12 თვით.
არა. მოწყობილობას საქართველოს ნებისმიერ ქალაქში უფასოდ გიგზავნით.
დაიწყე დღესვე
გამოგვიგზავნე მოკლე წერილი — სახელი, ქალაქი, რა მანქანა გყავს და ერთი ვიდეო, რომელიც შენ გადაიღე. პასუხს 24 საათში მიიღებ.
